07:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 10:11:17, 674 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ომში რუსეთის ფედერაციის მხარეს მისი მოქალაქეების მონაწილეობის გამო, ჩინეთის ელჩი უწყებაში დაიბარა, - ინფორმაციას უკრანული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის საგარეო მინისტრის მოადგილემ ევგენი პერებინისმა მა შენკუნს განუცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში და ჩინური კომპანიების მონაწილეობა რუსეთში სამხედრო პროდუქციის წარმოებაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და პარტნიორობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.

უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა ასეთი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჩინურ მხარეს გადასცეს, დიპლომატებმა კი პეკინს მოუწოდეს, შეწყვიტოს რუსეთის მხარდაჭერა მის აგრესიაში.

„ჩვენი სახელმწიფო აფასებს ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას და მოელის, რომ ჩინეთი თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებმაც მომავალში შეიძლება ზიანი მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებს“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics