05:26 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-23 09:58:58, 500 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის მოლაპარაკებების შესახებ ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება, ამიტომ საჭიროა პირველ წყაროებზე ორიენტირება.

ეს განცხადება პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შორის საუბრის დეტალების შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„ახლა ბევრი ყალბი ინფორმაცია ქვეყნდება, მათ შორის ავტორიტეტული გამოცემების მიერ, ამიტომ მხოლოდ პირბელ წყაროებს უნდა მოუსმინოთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. გამოცემის წყაროების ცნობით, გასულ კვირას პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს უთხრა, რომ რუსეთს უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე “პრეტენზიებზე” უარის თქმა შეუძლია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics