19:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-22 11:37:43, 449 ნახვა

ეკონომიკა
ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა, პირველი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი გახდა

ადგილობრივი ექსპორტი , რაც ექსპორტს რეექსპორტის გარეშე გულისხმობს, მთლიანი ექსპორტის 45.8%-ს შეადგენს. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიში წერია.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და 641.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის პირველი კვარტალის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 1 მილიარდ 401 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 5.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ადგილობრივ ექსპორტში იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.4% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (122.0 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (66.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (47.5 მლნ. აშშ დოლარი).

ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 53 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 49.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7%). ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 45.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1%). უნდა აღინიშნოს რომ ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. შემცირებულია ასევე ფეროშენადნობების ექსპორტიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics