11:00 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-19 17:02:21, 827 ნახვა

მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ჯეი დი ვენსი ვატიკანის სახელმწიფო მდივანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტო პაროლინისა და წმინდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივანს, პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.

„ოფიციალურმა პირებმა გულითადი მოლაპარაკებებისას მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო ვითარების შესახებ, კერძოდ, ომის, პოლიტიკური დაძაბულობისა და ჰუმანიტარული სიტუაციების შედეგად დაზარალებული ქვეყნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიგრანტების, ლტოლვილებისა და პატიმრების საკითხებს“, - ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ვატიკანში გუშინ ჩავიდა. მანამდე ჯეი დი ვენსმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან მოლაპარაკებები გამართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics