16:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-15 09:33:43, 483 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - აშშ-თან უკრაინის შესახებ ძირითად კომპონენტებზე ჯერჯერობით არ შევთანხმებულვართ

აშშ-თან უკრაინის შესახებ ძირითად კომპონენტებზე ჯერჯერობით არ შევთანხმებულვართ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„მოგვარების ძირითადი კომპონენტების შესახებ შეთანხმება ადვილი არ არის. მათი განხილვა მიმდინარეობს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციაში „გონიერი ადამიანები“ არიან.

„ახლა ადმინისტრაციაში გონიერი ადამიანები არიან, რომლებიც საბოლოოდ მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ბაიდენის დანიშნული პირები წავიდნენ ან საქმეს ჩამოაშორეს. ისინი ჩვენთან ელემენტარულს, დიპლომატიური მისიის ფუნქციონირების საკითხებს წყვეტენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics