14:31 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-13 10:24:11, 802 ნახვა

მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, სანამ ომი გრძელდება

გერმანიის მომავალი კანცლერი, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-სა და ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება, სანამ ომი გრძელდება.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მერცმა გამოცემა Handelsblat-თან ინტერვიუში განაცხადა.

„უკრაინა ომის მდგომარეობაშია და ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ვერ გახდება ნატო-ს, ან ევროკავშირის წევრი. ეს ეხება ამჟამინდელ მომენტს“, - განაცხადა მერცმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ დაპირება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, ისევე როგორც ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, ძალაში რჩება, თუმცა, ამის მისაღწევად, ჯერ ომი უნდა შეწყდეს. ამასთან, მერცის თქმით, რუსეთის ამტანობა არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს.

„ადამიანების დაუნდობელი განადგურება ყოველთვის რუსული პოლიტიკის ნაწილი იყო. ძნელია იმედი გქონდეს, რომ ომი თავისით დასრულდება - ქვეყნის დაღლილობის ან რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების გამო“, - აღნიშნა მერცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics