03:51 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-07 19:45:44, 712 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესებით ემუქრება.

„გუშინ, ჩინეთმა 34%-იანი საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა, უკვე არსებულ მათ რეკორდულ ტარიფებზე, არამონეტარულ ტარიფებზე, კომპანიების არალეგალურ სუბსიდირებასა და მასიურ სავალუტო მანიპულირებაზე დამატებით. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აშშ-ს წინააღმდეგ საპასუხო ტარიფებს გამოაცხადებს, უფრო მაღალ ტარიფი დაუწესდება, ვიდრე თავდაპირველად დადგენილი“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, თუ ჩინეთი 34%-იან ტარიფებს ხვალამდე, 8 აპრილამდე არ გაიწვევს, მაშინ აშშ დამატებით 50%-იან ტარიფს დააწესებს, რომელიც ძალაში 9 აპრილიდან შევა.

„გარდა ამისა, შეწყდება ჩინეთთან ყველა სახის მოლაპარაკება მათ მიერ მოთხოვნილ შეხვედრებთან დაკავშირებით! სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები, რომლებმაც შეხვედრები მოითხოვეს, დაუყოვნებლივ დაიწყება“, - აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics