|
2025-04-07 15:37:59, 560 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ ამისთვის რამდენიმე საკითხი უნდა გადაწყდეს და ჯერჯერობით ეს საკითხები „ჰაერშია გამოკიდებული“, – ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. „პრეზიდენტი პუტინი მართლაც მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობის იდეას, მაგრამ მანამდე საჭიროა მთელ რიგ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს კითხვები ჰაერშია გამოკიდებული და ჯერჯერობით მათზე პასუხი არავის გაუცია“, – აღნიშნა მან. პესკოვმა განმარტა, რომ საუბარია კიევის რეჟიმის უუნარობაზე, აკონტროლოს მთელი რიგი ექსტრემისტული და ნაციონალისტური ქვედანაყოფების მოქმედებები, რომლებიც უბრალოდ არ უსმენენ კიევს“. „ეს დაკავშირებულია ასევე კიევის შემდგომი მილიტარიზაციის გეგმებთან, ყველა ეს ნიუანსი კვლავ დღის წესრიგშია“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)