05:44 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 10:24:56, 668 ნახვა

მსოფლიო
მარგუს ცაჰკნა - უნგრეთი პუტინის გუნდში თამაშობს

უნგრეთი პუტინის გუნდში თამაშობს, ევროკავშირის ხელშეკრულებით ხმის უფლების წართმევის შესაძლებლობა არსებობს და მჯერა, რომ ის სულ უფრო ახლოსაა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გერმანულ გამოცემა Rheinische Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

„გულწრფელები ვიყოთ: გაყოფილი რომ იყო, ორი დიდი მხარე გჭირდება. უნგრეთის შემთხვევაში, გვაქვს ძალიან სუსტი ქვეყანა, რომელიც პუტინის გუნდში თამაშობს, ჩვენს ევროპულ გუნდში არა…

თუმცა, ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლი წევრი ქვეყნის ხმის უფლების გაწვევის შესაძლებლობას იძლევა, თუ ეს წევრობა საფრთხეს უქმნის ევროპისა და სხვა წევრების უსაფრთხოებას. და ორბანი სწორედ ამას შვება“, - განაცხადა ცაჰკნამ.

კითხვაზე, ახლა ამოქმედებულ უნდა იქნას თუ არა მე-7 მუხლი, მინისტრმა უპასუხა: „ეს შესაძლებლობა გვაქვს და მჯერა, რომ სულ უფრო და უფრო ახლოსაა”.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება ყოველ ექვს თვეში ერთხელ მიიღება და მას უნგრეთის თანხმობა სჭირდება.

„თუ ისინი ივნისში დაბლოკავენ ამას, სანქციებს არა მხოლოდ ვადა გაუვა, არამედ პუტინისთვის [გაყინული] 240 მილიარდი ევროს გადაცემა მოგვიწევს. როგორ აპირებენ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის მოქალაქეებისთვის ახსნას, რომ ისინი პუტინისთვის ფულის გადაცემას აპირებენ, რომლის გამოყენებასაც ის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენს წინააღმდეგაც აპირებს? ამიტომ ამ აქტივების კონფისკაცია უნდა მოვახდინოთ”, - განაცხადა ცაჰკნამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics