|
2025-04-05 14:52:42, 931 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა
დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. Sky News-ის ცნობით, დღეს ამერიკელმა საბაჟო მოხელეებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფების შეგროვება საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და საბაჟო საწყობებში დაიწყეს. ამასთან, იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, 9 აპრილიდან ამოქმედდება. ცნობისთვის, 2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები საქართველოს მიმართაც მოქმედებს. საქართველოსთან ერთად 10%-იანი ტარიფები სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და თურქეთის მიმართაც ამოქმედდა. საბაზისო 10%-იან ტარიფებთან ერთად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)