22:03 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 10:24:17, 817 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა აშშ-ში TikTok-ის მუშაობა 75 დღით გაახანგრძლივა

დონალდ ტრამპმა აშშ-ში TikTok-ის მუშაობა 75 დღით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ზე დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც TikTok-ის აკრძალვის შესახებ კანონი გადაავადა და ჩინურ კომპანია ByteDance-ს კიდევ 75 დღე მისცა, რათა აპლიკაციის აშშ-ში მოქმედი აქტივები არაჩინურ კომპანიას მიჰყიდოს.

„ჩემი ადმინისტრაცია TikTok-ის გადასარჩენად შეთანხმებაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ. შეთანხმება კიდევ უფრო მეტ მუშაობას მოითხოვს, რათა შეთანხმების ყველა ნაწილს ხელი მოეწეროს, სწორედ ამიტომ, ხელს ვაწერ აღმასრულებელ ბრძანებას TikTok-ის მუშაობის 75 დღით გახანგრძლივების შესახებ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც, TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაცია აშშ-ში 2025 წლის 19 იანვრამდე უნდა აკრძალულიყო. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ByteDance-ი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. კერძოდ, კონგრესმენები შიშობდნენ, რომ ByteDance-ს მომხმარებლის მონაცემები, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობისთვის გაეზიარებინა.

TikTok-მა 2025 წლის 19 იანვარს აშშ-ში მუშაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეაჩერა, თუმცა დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი და კომპანიას შეთანხმების მისაღწევად 75 დღე მისცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics