2025-04-04 10:35:46, 479 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის რეგიონებს დრონები დაესხნენ თავს, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
რუსეთის რეგიონებს დრონები დაესხნენ თავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, განადგურებულია 107 დრონი, რომლებიც რუსეთის რეგიონებს უტევდნენ, მათ შორის 3 მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა ღამით განაცხადა, რომ მოიგერიეს მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის თავდასხმა. დროებითი შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,