23:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-03 14:45:29, 512 ნახვა

მსოფლიო
უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს

უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა გამოაცხადა, რომ მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან (ICC) გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

„გასვლის პროცესი ხუთშაბათს, უნგრეთის კონსტიტუციური და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად დაიწყება“, - წერს ზოლტან კოვაჩი.

ცნობისთვის, დღეს უნგრეთში ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩავიდა, რომლის წინააღმდეგაც 2024 წლის ნოემბერში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაპატიმრების ორდერი გამოსცა.

უნგრეთი, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, ვალდებულია, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის მიხედვით იმოქმედოს, თუმცა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი ნეთანიაჰუს დაკავების შესახებჰააგის სასამართლოს ბრძანებას არ შეასრულებს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics