00:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 21:55:27, 761 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპს ილონ მასკის დათხოვნა სურს

დონალდ ტრამპი შიდა წრეს ეუბნება, რომ ილონ მასკი მალე დატოვებს გუნდს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ტრამპის გარემოცვაში სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ტრამპი კმაყოფილია მასკითა და მისი “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის” ინიციატივით, მაგრამ ბოლო დღეებში ორივენი შეთანხმდნენ, რომ დროა მასკი თავის ბიზნესს დაუბრუნდეს და დამხმარე როლი აიღოს. მათი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს თავის შიდა წრეს, მათ შორის თავისი კაბინეტის, გაუზიარა და მასკი თავის ამჟამინდელ როლს მომდევნო კვირებში ჩამოშორდება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წევრი და გარე მოკავშირე ფრუსტრირებული გახდა ილონ მასკის არაპროგნოზირებადობითა და მას სულ უფრო მეტად პოლიტიკურ „ნაკლად“ განიხილავდნენ.

წყაროების ცნობით, ტრანზიცია, დიდი ალბათობით, დაემთხვევა მასკის, როგორც “მთავრობის სპეციალური თანამშრომლის” ვადის ამოწურვას, რომელიც დროებით ათავისუფლებს მას გარკვეული ეთიკური და ინტერესთა კონფლიქტების წესებისგან. აღნიშნული 130-დღიანი ვადის ამოწურვა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში არის მოსალოდნელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics