00:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 21:52:07, 906 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი - სავაჭრო ტარიფების გამოცხადება იქნება ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე

თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ ახალი სავაჭრო ტარიფების გამოცხადება იქნება „თანამედროვე ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე“. ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ ტარიფები ძალაში შევა 2 აპრილს.

ლივიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა აშშ-ში ბოლოდროინდელ უცხოურ ინვესტიციებზე, როგორც მტკიცებულებაზე, რომ ტარიფები უკვე დადებით გავლენას ახდენს.

„პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის ქვეშ ამერიკელი მუშები და ბიზნესები იქნებიან პირველ ადგილზე, როგორც ის დაგპირდათ საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

როგორც ქეროლაინ ლივიტმა განმარტა, დონალდ ტრამპი ამჟამად სავაჭრო და ტარიფების საკითხებში არსებულ გუნდთან ერთად მუშაობს ხვალინდელ განცხადებასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითვაზე, არსებობს თუ არა რაიმე, რისი გაკეთებაც უცხოელ ლიდერებს შეუძლიათ ტარიფების თავიდან ასაცილებლად, ლივიტმა უპასუხა, რომ ტრამპი ყოველთვის მზადაა სატელეფონო ზარისთვის ან მოლაპარაკებისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics