23:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 11:34:16, 712 ნახვა

მსოფლიო
მიანმარში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა

მიანმარში, სადაც დამანგრეველმა მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაღუპულთა ხსოვნას დღეს წუთიერი დუმილით პატივი ადგილობრივი დროით 12:51 საათზე, ზუსტად იმ დროს მიაგეს, როდესაც პარასკევს მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ამასთან, მიანმარის მმართველი სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა.

მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამაშველო დახმარება მთელი მსოფლიოდან მოიწვიეს, მათ შორის ჯგუფები რუსეთიდან, ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდან.

შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ამასთან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც მიწისძვრის ბიძგებმა მიაღწია, ჩამონგრეული მშენებარე ცათამბჯენის ნანგრევების ქვეშ ათობით მუშა რჩება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics