23:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 09:12:34, 735 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთის საგარეო - პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს

რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ურყევი და ძლიერია, პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველმა პარტნიორობამ და სტრატეგიული ურთიერთობამ საერთაშორისო ტურბულენტობის გამოცდას გაუძლო. ის ტაიშანის მთასავით ურღვევი და მტკიცეა. ჩვენ სრულად გვესმის და მხარს ვუჭერთ რუსეთს, რომელიც იცავს თავის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს დიპლომატიური საშუალებებით“, - აღნიშნა ვან იმ.

მან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მისი მიზეზების აღმოფხვრას და თვლის, რომ სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი, სავალდებულო და კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები.

„მხარს ვუჭერთ კრიზისის მიზეზების აღმოფხვრას დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და საბოლოო ჯამში სამართლიანი, ხანგრძლივი, სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, რომელიც მისაღები იქნება ყველა მონაწილე მხარისთვის, რაც შესაძლებელს გახდის ევრაზიაში და მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტად ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“, - აღნიშნა ვან იმ.

ცნობისთვის, ვან ი გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics