2025-03-31 17:55:10, 647 ნახვა
მსოფლიო
მიანმარში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 2 056-ს მიაღწია
მიანმარში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 2 056-ს მიაღწია, დაშავებულთა ოდენობა 3 900-ს აღემატება. ამ დროისთვის დაკარგულად მიიჩნევა 270 ადამიანი.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო ჯგუფები.
საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს ქვეყნის ექვს რეგიონში.
სტიქიას 19 ადამიანი ემსხვერპლა მეზობელ ტაილანდშიც.
7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მიანმარში 28 მარტს დაფიქსირდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,