07:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 10:40:47, 702 ნახვა

მსოფლიო
კირილ დმიტრიევი - რუსეთმა და აშშ-მა იშვიათი ლითონების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა დედამიწის იშვიათი ლითონების შესახებ პროექტებთან დაკავშირებით დისკუსიები დაიწყეს, - ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო -ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დედამიწის იშვიათი ლითონები თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი სფეროა და, რა თქმა უნდა, დავიწყეთ დისკუსია რუსეთში დედამიწის იშვიათი ლითონებისა და პროექტების შესახებ“, - განაცხადა დმიტრიევმა.

მისი თქმით, რამდენიმე ამერიკული კომპანია უკვე დაინტერესდა პროექტებით.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ამერიკულ სამთავრობო უწყებებს და კომპანიებს იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებულ პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics