22:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 12:56:07, 916 ნახვა

მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი - რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს

რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს ძალთა ბალანსს ევროპის კონტინენტზე და ასევე უსაფრთხოების განცდას.

სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს არის სისხლიანი დიქტატურა, რომელსაც ჰყავს უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰყავდა.

„ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რას გააკეთებს ჩვენი დიდი მეზობელი რუსეთი, სანამ ამ ქვეყანას სათავეში ვლადიმერ პუტინი უდგას. რუსეთმა ააგო ტვინის გამორეცხვის იდეოლოგია იმპერიის დაბრუნების შესახებ. ამიტომ, რუსეთი ამ ხელმძღვანელობით და ამ სახელმწიფო იდეოლოგიით იქნება საფრთხე მანამ, სანამ მას ეს ხელმძღვანელობა ეყოლება“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია უკრაინის არმიაა.

სიკორსკიმ ასევე ისაუბრა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, რომელიც განიხილავს მომავალში უკრაინაში „შემაკავებელი ძალების“ შესაძლო განთავსებას.

სიკორსკის თქმით, პოლონეთი კოალიციაში იქნება, მაგრამ უკრაინაში ფიზიკურად არ იქნება წარმოდგენილი.

„უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე დიდი, საუკეთესო გარანტია არის მამაცი და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია. ჩვენ მხარეს არის ევროპაში ყველაზე დიდი არმია და მას აქვს ამ ახალი ტიპის ომის წარმოების გამოცდილება მილიონობით უპილოტო თვითმფრინავის მონაწილეობით“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics