2025-03-28 14:23:02, 675 ნახვა
მსოფლიო
მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკშიც.
30-სართულიანი მშენებარე კორპუსი ჩამოინგრა, დაკარგულია 43 ადამიანი.
ეპიცენტრი ქალაქ მანდაილაიდან დაახლოებით 17 კილომეტრში იყო, სადაც მოსახლეობა 1,2 მილიონს შეადგენს.
ტაილანდის გარდა, მიწისძვრა იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანშიც.
აღნიშნული სიტუაციის გამო, ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა,
ავტორი: ექსპრესნიუსი,