08:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-28 09:28:39, 764 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში ოპოზიციურ ტელევიზიას მაუწყებლობა ათი დღით შეუჩერეს

თურქეთში ოპოზიციურ ტელევიზიას მაუწყებლობა ათი დღით შეუჩერეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს

გამოცემა წერს, რომ თურქეთის მედიის დამკვირვებელმა ოთხ მაუწყებელს სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებასთან დაკავშირებით გაშუქების გამო ჯარიმა დააკისრა. სავარაუდო დარღვევების გამო ჯარიმები დააკისრეს SZC TV-ს, Tele 1-სა და Halk TV-ს, ასევე NOW TV-ს. ჯარიმების გარდა, SZC TV-ს დაევალა მაუწყებლობის შეჩერება ათი დღით.

SZC TV-ის მთავარმა რედაქტორმა, ოზგურ ჩაკმაჩმა განუცხადა როიტერს, რომ მისი გუნდი გააგრძელებს მუშაობას.

ამასთან, თურქეთის ხელისუფლებამ BBC News-ის კორესპონდენტი, რომელიც თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, დაადეპორტა მას შემდეგ, რაც ის 17 საათის განმავლობაში დაკავებული იყო.

ხელისუფლების თქმით, ის „საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენდა“.

ჯამში, თურქეთში, სტამბოლის მერის დაპატიმრების საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტთა რიცხვი 1 900-ს აღწევს. მათგან 260-ს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 489 ადამიანი გათავისუფლდა, ხოლო 662 დაკავებულის საქმე კვლავაც განხილვის პროცესშია. აქციების დროს 150 პოლიციელი დაშავდა.

შეგახსენებთ, თურქეთში აქციები სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაიწყო. იმამოღლუს სასამართლომ უკვე შეუფარდა პატიმრობა. მას კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics