2025-03-27 14:34:13, 634 ნახვა
მსოფლიო
პარიზში სამიტი მიმდინარეობს, სადაც უკრაინისთვის სამხედრო მხარდამჭერ საკითხებს განიხილავენ
პარიზში „მსურველთა კოალიციის“ სამიტი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ელისეის სასახლეში მიმდინარე „მსურველთა კოალიციის“ სამიტში 30-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობს.
დღევანდელ სამიტზე ლიდერები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის, აშშ-თან ურთიერთობისა და ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემთხვევაში შემდგომი მოქმედებების საკითხებს განიხილავენ.
შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,