|
2025-03-27 10:45:05, 599 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ EU-ს სანქციების მოხსნას ითხოვს
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ თქვა, რომ რუსეთის მზად არის შავ ზღვაში ცეცხლი შეწყვიტოს, თუ სანაცვლოდ ევროკავშირისგან სანქციების შემსუბუქებას მიიღებს. ამის შესახებ რუბიომ იამაიკის პრემიერმინისტრ ენდრიუ ჰოლნესთან საერთო პრესკონფერენციაზე ილაპარაკა. სახელმწიფო მდივნის თქმით, საუდის არაბეთში მოლაპარაკებების დროს, რუსეთის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის ობიექტებზე იერიშების შეწყვეტისა და შავ ზღვაში სამხედრო მოქმედებების შეჩერების პირობები წამოაყენეს. ერთ-ერთი პირობა ევროკავშირის სანქციების გაუქმება იყო. "ამ პირობებიდან რამდენიმე ეხება სანქციებს, რომლებიც აშშ-ს არ დაუწესებია. ისინი ევროკავშირმა შემოიღო. ამიტომ, როდესაც ჩვენი ხალხი დაბრუნდება (საუდის არაბეთიდან) დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, განვიხილავთ შეთავაზებას, რომ უკეთ მივხვდეთ რა პოზიცია აქვს რუსეთს და რის მიღებას ითხოვენ სანაცვლოდ". – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა. რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ცეცხლის შესახებ მსჯელობა უკვე დადებითი ნიშანია: "ვფიქრობ, რომ ეს კარგია, უკრაინელებიც და რუსებიც ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობენ".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)