|
2025-03-27 09:30:18, 646 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - თუ რუსეთი უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს დატოვებს, ყველა სანქცია მოიხსნება
საფრანგეთი ეწინააღმდეგება იმ პირობებს, რასაც რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ აყენებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სწორედ რუსეთმა აქცია შავი ზღვა სამხედრო მოქმედებების თეატრად, შეარყია კომერციული მარშრუტები და საფრთხეში ჩააგდო მათი უსაფრთხოება. „სრულად ვუჭერ მხარს ამერიკის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ კონცეფციას : „მშვიდობა ძალის მეშვეობით“, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ეს კონცეფცია არ ნიშნავს სანქციების მოხსნას მანამ, სანამ შევამოწმებთ, რომ ყველაფერი მუშაობს“, - აღნიშნა მაკრონმა. მისი თქმით, არსებულ ვითარებაში არსებობს აგრესიის მსხვერპლი, რომელიც მზად არის მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა ყოველგვარი პირობის გარეშე და, მეორე მხრივ კი, არსებობს აგრესორი, რომელიც იწყებს პირობების წამოყენებას, რათა არ მიიღოს ცეცხლის შეწყვეტა. ამასთან, მაკრონმა განმარტა, რომ თუ რუსეთი გამოაცხადებს ჯარების გაყვანას უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან, მის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია მოიხსნება. „ანუ, ეს ყველაფერი - სანქციების მოხსნის საკითხი - დამოკიდებულია რუსეთის არჩევანზე, შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს“, - აღნიშნა მაკრონმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)