18:15 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 09:08:55, 671 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის შეწყვეტასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა

ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ჩვენ ახლოს ვართ ცეცხლის შეწყვეტასთან. ეს არის ის, რაც მომხიბლავია. არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.

“მხოლოდ მხარეებს შორის ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ შეიძლება მხარეებს შორის არსებული უთანხმოებების განხილვა და რა იქნება იმის შემდეგ, როდესაც საქმე ეხება მუდმივ მშვიდობას“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც გამოიწვევს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებას, არის მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა საუდის არაბეთში მიმდინარეობს შეერთებული შტატების მონაწილეობით.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერ-რიადში განიხილება მორატორიუმი შავ ზღვაში თავდასხმებზე.

„მიზანია მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობის სრულად აღდგენა. შავი ზღვა, რა თქმა უნდა, ამაში მთავარია“, - აღნიშნა ტემი ბრიუსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics