2025-03-22 14:32:39, 520 ნახვა
მსოფლიო
ტრამპის ადმინისტრაცია კვერცხის იმპორტს თურქეთიდან და სამხრეთ კორეიდან გეგმავს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვერცხის იმპორტს თურქეთიდან და სამხრეთ კორეიდან გეგმავს და მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთანაც აწარმოებს.
"მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარია ასობით მილიონ კვერცხზე" - უთხრა აგრარულმა მდივანმა ბრუკ როლინსმა ჟურნალისტებს.
ეს ნაბიჯი მოჰყვა ადმინისტრაციის განცხადებას 1 მილიარდი დოლარის გეგმაზე, რომელიც ფრინველის გრიპის ეპიდემიის დაძლევას ისახავს მიზნად, რის გამოც ამერიკელი ფერმერები იძულებულნი გახდნენ ათეულობით მილიონი ქათამი გაენადგურებინათ.
BBC წერს, რომ მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო დაპირებისა, შეემცირებინა ფასები, კვერცხის ღირებულება გასულ წელს 65%-ზე მეტით გაიზარდა და 2025 წელს დამატებით 41%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,