2025-03-20 17:02:37, 813 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - ილჰამ ალიევს სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ხელმოწერაზე კონსულტაციების დაწყებას ვთავაზობ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოსაწერად კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.
ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება.
„სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება. ვთავაზობ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, დავიწყოთ ერთობლივი კონსულტაციები შეთანხმებულ სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ხელმოწერაზე“, - წერს ფაშინიანი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,