01:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-19 17:17:31, 630 ნახვა

მსოფლიო
Tesla-ს ცენტრს იარაღითა და მოლოტოვის კოქტეილებით ერთი პირი თავს დაესხა

ლას ვეგასში, Tesla-ს ცენტრს იარაღითა და მოლოტოვის კოქტეილებით ერთი პირი დაესხა თავს. 

თავდამსხმელმა Tesla-ს მანქანებს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა და რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდა. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა ხუთი მანქანა, მათგან ორი დაიწვა.

ლას ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის მიხედვით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. 

"ეს იყო გამიზნული თავდასხმა Tesla-ს დაწესებულებაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იზოლირებული შემთხვევაა და არ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისთვის დამატებითი საფრთხე არსებობს" – ამბობს შერიფის ასისტენტი. 

თავდამსხმელმა Tesla-ს ცენტრის კარებზე წითლად დაწერა "RESIST" (გაუწიე წინააღმდეგობა). 

ბოლო პერიოდში, ილონ მასკის წინააღმდეგ აქტიურად იმართება ე.წ. Tesla Takedown სახელით ცნობილი პროტესტები. მასკი მონაწილეობს ფედერალური სამუშაო ძალის მასშტაბურ შემცირებაში, რომელიც ტრამპის ბრძანებით ხორციელდება, ასევე კონტრაქტების გაუქმებაში, რომლებიც ჰუმანიტარულ პროგრამებს აფინანსებს მთელ მსოფლიოში. ილონ მასკი ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობს.

"ისინი დიდ ამერიკულ კომპანიას ავნებენ" – თქვა ტრამპმა თეთრ სახლში, პროტესტანტებზე საუბრისას. მის გვერდით იდგა ილონ მასკი, ხოლო, თეთრი სახლის რეზიდენციასა და გაზონებს შორის, რიგში ჩალაგებული იყო რამდენიმე Tesla-ს (TSLA.O) ავტომობილი. 

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჰარისონ ფილდსმა აღნიშნა, რომ "რადიკალი მემარცხენე აქტივისტების მხრიდან Tesla-ს წინააღმდეგ მიმდინარე სასტიკი ძალადობრივი ქმედებები არაფრით განსხვავდება შინაური ტერორიზმისგან".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics