2025-03-18 13:14:30, 578 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმი რამდენიმე თვით გახანგრძლივდა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა.
დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ივლისამდე დარჩება ძალაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქო აცხადებს, რომ კორონავირუსული პანდემიის გამო შემოღებულ საკარანტინო რეჟიმს გააგრძელებს მანამ, სანამ საჭირო იქნება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,