01:48 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-16 10:47:25, 606 ნახვა

მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიო და სერგეი ლავროვი აშშ-სა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მარკო რუბიომ სერგეი ლავროვს აცნობა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ მოითმენს წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმებს.

„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ, გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics