2025-03-14 20:47:20, 622 ნახვა
მსოფლიო
კანადას ახალი პრემიერი ჰყავს
კანადას ახალი პრემიერი ჰყავს - მარკ კარნიმ ჯასტინ ტრიუდო შეცვალა. მარკ კარნიმ ფიცი ოფიციალურად დადო.
ახალი პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში იქნება.
ცნობისთვის, კარნი კანადის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი იყო. პროფესიით ეკონომისტია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,