2025-03-14 10:39:42, 619 ნახვა
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი - შოკირებული ვიქნები, თუ დონალდ ტრამპი აღმოსავლეთ ევროპაში ბირთვული იარაღის განთავსებას მოისურვებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ შოკირებული იქნება, თუ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბირთვული იარაღი აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებას მოისურვებს.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში, ვენსმა ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელშიც ანჯეი დუდამ მოუწოდა აშშ-ს თავისი ბირთვული იარაღი პოლონეთის ტერიტორიაზე განათავსოს. ანჯეი დუდა მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი შემაკავებელი საშუალება იქნება რუსეთის მომავალი აგრესიისგან.
„პრეზიდენტთან ამ კონკრეტულ საკითხზე არ მილაპარაკია, მაგრამ შოკირებული ვიქნები, თუ ის მხარს დაუჭერს ბირთვული იარაღის განთავსებას აღმოსავლეთ ევროპაში“, – განაცხადა ჯე დი ვენსმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,