2025-03-14 10:18:24, 518 ნახვა
მსოფლიო
American Airlines-ის თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა, მგზავრები ევაკუირებული არიან [ვიდეო]
American Airlines-ის თვითმფრინავში, რომელიც კოლორადო სპრინგსიდან დალასის ფორთ უორთის საერთაშორისო აეროპორტისკენ ასრულებდა რეისს, ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ბიბისის“ ცნობით, მგზავრები ევაკუირებული არიან.
ძრავთან დაკავშირებული პრობლემების გამო, თვითმფრინავი დენვერის აეროპორტში, ავარიულად, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:15 საათზე დაეშვა. დაშვების შემდეგ აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მოძრაობისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.
American Airlines-ის განცხადებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 172 მგზავრი ეკიპაჟის ექვს წევრთან ერთად. 12 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
American Airlines-ის განცხადებით, ინციდენტის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,