2025-03-14 09:18:36, 549 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის მერი - რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონებით შეტევა მოიგერიეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი დრონის თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი დრონის თავდასხმა მოიგერიეს“, - აცხადებს სობიანინი.
მისივე ინფორმაციით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მოსკოვის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთი დრონი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილს დაეჯახა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არავინ დაშავებულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,