2025-03-13 18:05:32, 559 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშენკო - უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ
უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ , - ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამის შესახებ ვფიქრობდი: 30 - დღიანი ზავი, რასაც ამერიკელები და უკრაინელები ითხოვენ. უკრაინელებს სხვა არჩევანი არ აქვთ, ამერიკელებმა თქვეს: 30 დღე. სხვათა შორის, შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკელებს გეგმა არ აქვთ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.
მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თავად უკრაინა არ დათანხმდება.
„თუ ეს ზავი ყველაფრის გაყინვას ნიშნავს, იმას, რომ არანაირი მოძრაობა არ იქნება, მაშინ ამას, სავარაუდოდ, უკრაინელები არ დათანხმდებიან“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,