12:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-13 11:24:53, 766 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი - ვინც კურსკშია შემოჭრილი, არიან ტერორისტები და უნდა მოვექცეთ როგორც ტერორისტებს

ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კურსკის ოლქში შეჭრილი სამხედროები ტერორისტები არიან. მან ამის შესახებ კურსკის ოლქში მდებარე ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტის მონახულების დროს ისაუბრა.

"ყველა ადამიანი, რომელიც კურსკის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფება, აქ სჩადიან მოქალაქეების მიმართ დანაშაულებს სჩადიან, მოქმედებენ ჩვენი შეიარაღებული ძალების, სამართალდამცველი ორგანოებისა და სპეცსამსახურების საწინააღმდეგოდ, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად არიან ტერორისტები. რუსეთის გენერალური პროკურატურა ასე აკვალიფიცირებს მათ ქმედებებს და სწორედ ამ მუხლით, "ტერორიზმით" არის მათ წინააღმდეგ აღძრული რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ სისხლის სამართლის საქმე." - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, ამის მიუხედავად, საჭიროა ტყვეების მიმართ ჰუმანური მოპყრობა, თუმცა აქვე დაიმუქრა, რომ ჟენევის კონვენცია უცხოელ დაქირავებულ მებრძოლებზე არ ვრცელდება.

"სწორედ ახლა ვალერი ვასილევიჩმა (გერასიმოვმა) ახსენა ტყვეები. თუმცა, ამ ადმიანებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა მოვექცეთ როგორც ტერორისტებს, რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად. ჩვენ ყველა ადამიანს ვექცევით და მომავალშიც უნდა მოვექცეთ ჰუმანურად - ყველას, ვინც ჩვენს ხელში აღმოჩნდა. ამასთან ერთად მინდა შეგახსენოთ, რომ უცხოელ დაქირავებულებზე ჟენევის 1949 წლის სამხედრო ტყვეებისადმი მოპყრობის კონვენცია არ ვრცელდება." - თქვა პუტინმა. 

გასულ თვეებში რამდენჯერმე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანდა, რომ კურსკის ოლქში რუსი სამხედროები ტყვედ აყვანილ უკრაინელ ჯარისკაცებს ხვრეტდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics