17:00 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-12 20:50:17, 553 ნახვა

მსოფლიო
ევროპული ქვეყნების თავდაცვის მინისტრები თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ

ხუთი უდიდესი ევროპული ქვეყნის თავდაცვის ლიდერები პარიზში ევროპული თავდაცვისა და უკრაინის დახმარების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პარიზში მიმდინარე შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ თავდაცვის მინისტრები დიდი ბრიტანეთიდან (ჯონ ჰილი), საფრანგეთიდან (სებასტიან ლეკორნუ), გერმანიიდან (ბორის ბისტორიუსი), იტალიიდან (გვიდო კროზეტო) და პოლონეთიდან (ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში).

შეხვედრის მთავარი თემები იქნება ევროპული თავდაცვის გაძლიერება და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.

“ჩვენი თავდაცვითი თანამშრომლობის გაღრმავებით, ხარჯების ზრდითა და ჩვენი კოლექტიური სიძლიერის გაძლიერებით ჩვენი ცხად მესიჯს ვაგზავნით: ჩვენ არ ვიყოყმანებთ უკრაინის გვერდში დგომაში და ჩვენი საერთო ღირებულებები დაცვაში”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების მეთაურმა, ჯონ ჰილმა.

ცნობისთვის, 11 მარტს პარიზში შეხვედრა გაიმართა 36 ქვეყნის გენერალური შტატების უფროსებს შორის, რომლებმაც უკრაინის მხარდაჭერა და სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემა განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობას არ იღებდნენ აშშ-ის წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics