00:51 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 14:54:13, 475 ნახვა

ეკონომიკა
სელფი მობაილის კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე MWC Barcelona - ს სპიკერია

27 თებერვალი, 2025 -  სელფი მობაილის კომერციული დირექტორი, მარიამ კოპაძე მსოფლიო მობილურ კონგრესზე (Mobile World Congress) Vodafone -ის V-Talk სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო ტელეკომის ინდუსტრიაში ყველაზე მასშტაბური კონგრესი ყოველწლიურად ბარსელონაში იმართება. მარიამ კოპაძე Vodafone-ის ციფრული მიმართულების დირექტორთან, ემრე ურგუნთან ერთად, ისაუბრებს თემაზე:  “მომხმარებელთა ჩართულობის ზრდა Vodafone -ის ლოიალობის პროგრამის მეშვეობით: პერსონალიზაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და თანამედროვე ინოვაცია”.

საქართველოს და რეგიონალურ ტელეკომ სფეროში სელფი მობაილი პირველი კომპანიაა, რომელმაც Vodafone -ის ცნობილი ლოიალობის პროგრამის ადგილობრივი ბაზრისთვის ადაპტაცია მოახდინა. Vodafone -ის ლოიალობის პროგრამა, რომელიც წარმატებით სარგებლობს საერთაშორისო ბაზარზე, სელფი მობაილის მომხმარებელს სთავაზობს მრავალ ექსკლუზიურ მომსახურებას, მათ შორის:

 

  • სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები: მომხმარებლები ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებით წამყვან საკვებ ობიექტებში, სავაჭრო მაღაზიებსა და სხვადასხვა მომსახურებაზე
  • ექსკლუზიური შეთავაზებები: მომხმარებელს აძლევს  წვდომას პოპულარულ აპლიკაციებზე, ტოპ ბრენდებზე, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებზე
  • მუდმივი სიახლეები: მომხმარებელი მუდმივად მიიღებს განახლებად, უახლეს შეთავაზებებს.

ლოიალობის პროგრამის პერსონიზებული ბენეფიტებით სარგებლობისთვის, საკმარისია სელფის აპლიკაციაში MyCellfie  ღილაკზე ერთი დაჭერით იხილოთ შეთავაზებები.

ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და ტელეკომ სფეროს მოყვარულებს, შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ V-Talk სესიას ოთხშაბათს, 5 მარტს, 15:30 საათზე  ბარსელონაში, Fira Gran Via, ჰოლი 3, სტენდი 3E11.

„ჩვენი პარტნიორობა Vodafone-თან კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ  სელფი მობაილი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს ინოვაციურ, მათზე მორგებულ პროდუქტებს. მოხარული ვართ, რომ შევძელით ამ ინოვაციური გამოცდილების დანერგვა ქართულ ბაზარზე. მინდა მადლობა გადავუხადო Vodafone-ის გუნდს MWC-ზე საუბრის შესაძლებლობისთვის და მოუთმენლად ველოდები განვიხილო ის მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა, რაც ლოიალობის პროგრამას აქვს სელფი მობაილის მომხმარებელზე,“ განაცხადა მარიამ კოპაძემ.

_____________________________________

 

საკონტაქტო ინფორმაცია მედიისთვის:

asadunashvili@cellfie.ge

 

დამატებითი ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ, ეწვიეთ: http://cellfie.ge; ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებს:

Facebook

Instagram

YouTube

LinkedIn





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics