|
2025-02-23 10:21:39, 428 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში ინტელექტუალური ჩემპიონატი ,,ინტელექტიადა“ იმართება
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ქუთაისში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ნოვატორთა აუდიტორიის ორგანიზებით, ინტელექტუალური ჩემპიონატი ,,ინტელექტიადა 2025“ იმართება. „ინტელექტიადა“ ჯგუფური ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც იმერეთის საჯარო და კერძო სკოლის III-XII კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატის ფარგლებში ახალგაზრდები ასაკის მიხედვით ოთხ კატეგორიად იყოფიან და ზოგადი განათლების კითხვებზე პასუხების გაცემაში საკუთარ თანატოლებს ეჯიბრებიან. „ინტელექტიადა“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას, სხარტი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, ზოგადი განათლების ხელშეწყობას. პროექტის მეორე სეზონი შემოდგომაზე გაიმართება. „ჩვენთვის განათლების მიმართულება პრიორიტეტია, სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ მივცეთ ახალგაზრდებს წვდომა ხარისხიანი განათლების შესაძლებლობებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამისათვის, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთი ასეთი ინიციატივა, ნოვატორთა აუდიტორიის ორგანიზებით განხორციელებული ინტელექტუალური ჩემპიონატი ,,ინტელექტიადა 2025-ია”. ჩემპიონატი პირველად 2024 წელს განხორციელდა და მასში იმერეთის 62 სკოლის 240 გუნდი ჩაერთო. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ორგანიზატორებს და ვიმედოვნებთ, მომავალში პროექტისადმი ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)