02:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 15:14:30, 421 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა ბიზნესებისთვის ერთიანი სივრცე შექმნა

საქართველოს ბანკი ბიზნესისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნასა და გაზიარებას აგრძელებს. იმისთვის, რომ ნებისმიერი ბიზნესისთვის საჭირო არასაბანკო სერვისისა თუ პროდუქტის მოძიება მაქსიმალურად მარტივად იყოს შესაძლებელი, ბანკმა  ბიზნეს 360° შეიქმნა. ეს არის  ციფრული პლატფორმა, სადაც ბიზნესის განვითარებისთვის ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გაერთიანებული.

პლატფორმა აერთიანებს:

  • ბიზნეს შეთავაზებებს - ფასდაკლებებს, სპეციალურ შეღავათებსა თუ ქეშბექებს ბიზნესისთვის;
  • ბიზნეს ღონისძიეებებს - მეწარმე ქალებისთვის და არა მარტო, რომლებსაც უძღვებიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები;
  • ბიზნესის მხარდაჭერის პროექტებს, როგორებიცაა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა, გაციფრულების პროგრამა და სხვა;
  • ბიზნეს განათლებას - უფასო ბიზნესკურსებს, სექტორულ კვლევებსა და რჩევებს

პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ასევე ბიზნესსიახლეების გამოწერა. გარდა ამისა, საინტერესო ბიზნესისტორიებისა თუ  შესაძლებლობების ბლოგის მეშვეობით გაცნობა.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური და ტექნოლოგიური ორგანიზაციისთვის, მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმების შექმნა, რომელიც  ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურობას გაამარტივებს. ამასთან, დაეხმარება დროისა და რესურსების დაზოგვაში. ბიზნეს 360°  ყველა იმ  შესაძლებლობას აერთიანებს ერთ სივრცეში, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ვქმნით - იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა. ვფიქრობთ, ამ პლატფორმის დახმარებით, ბიზნესები შეძლებენ, უფრო ეფექტიანად გაუძღვნენ საკუთარ საქმიანობას, ეფექტურად განკარგონ დრო და კიდევ უფრო გააძლიერონ ბიზნესი“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

ბიზნეს 360°-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად და პლატფორმაზე არსებული შესაძლებლობებით სარგებლობისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics