03:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-29 11:56:31, 693 ნახვა

სხვადასხვა
გადახდისუუნარობის სისტემის ოპტიმიზაციის შესაძლებლობებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

საქართველოში გადახდისუუნარობის ძირეული რეფორმის გზამკვლევი - ამ სახელწოდებით კონფერენცია სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ორგანიზებით გაიმართა. 

კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემის ოპტიმიზაციის შესაძლებლობების კვლევა წარმოადგენდა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და მიხეილ სარჯველაძე, EBRD-ის კავკასიის, მოლდოვისა და ბელორუსიის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სოსო ბაღათურია, საქართველოს GIZ ოფისის წარმომადგენლები და USAID G4G პროექტის ხელმძღვანელი მაილო სტევანოვიჩი.  

 სადისკუსიო შეხვედრა ქართული გადახდისუუნარობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებს შეეხო. განხილულ იქნა გადახდისუუნარობის პროცესში მონაწილე პირების როლი, ფუნქციები და კომპეტენციები. მსჯელობა წარიმართა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სასამართლოს, მეურვის, გაკოტრებისა და რეაბილიტაციის მმართველების, მოვალისა და კრედიტორის თანამშრომლობის შედეგიანობა. ასევე, სიცოცხლისუნარიანი საწარმოების რეაბილიტაციის მექანიზმები, რეაბილიტაციის წინაპირობები, საწარმოს მომზადება და რეაბილიტაციისთვის და გადაწყვეტილების მიღება. 

 კონფერენციაზე მოხდა ქართული სისტემის შედარება საერთაშორისო სტანდარტებთან და აპრობირებულ პრაქტიკასთან.

შეხვედრის პროცესში გამოთქმული მოსაზრებები გავლენას მოახდენს გადახდისუუნარობის სისტემის გაუმჯობესების მიზნით მიმართული სამუშაოების შინაარსა და პრიორიტეტებზე.  კონფერენცია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გაიმართა. 
 
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics