13:19 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-28 13:14:51, 648 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის 3 რაიონზე საჰაერო იერიში განახორციელა - დაშავდა 21 ადამიანი

გასულ ღამეს, რუსეთმა ხარკოვის 3 რაიონზე მორიგი საჰაერო იერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 21 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. 

"დაზარალდა შევჩენკოვსკის, სალტოვსკისა და ხოლოდნოგორსკის რაიონები. საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქი ჩუგუევიც. დაბომბვის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამ დროისთვის ხოლოდნოგორსკის რაიონში აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. სამაშველო სამსახურების თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ დაზარალებულთა დასახმარებლად და ნანგრევების გასაწმენდად",- განაცხადეს სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics