2024-09-13 11:24:28, 459 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 26 „შაჰიდიდან“ 24 ჩამოვაგდეთ
გასულ ღამეს, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 26 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
მათი ცნობით, 09:00 საათისთვის, საჰაერო სივრცეში კვლავ რჩება მოწინააღმდეგის ერთი დრონი.
"თავდაცვის სისტემა მუშაობდა მიკოლაევის, ოდესის, ხმელნიცკის და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში", - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,