23:11 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 12:07:12, 600 ნახვა

სამართალი
სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ბრალს არ აღიარებს

თბილისის საქალაქო სასამართლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-17 დაწესებულებაში მოხმდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული დაწესებულების ყოფილი დირექტორის გიორგი ელიზბარაშვილის და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა აღკვეთის ღონისძიების სახეს გამოიყენებს მათთვის მოსამართლე. ცნობილია, რომ გიორგი ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს.
შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის # მე-17 დაწესებულების  დირექტორი სამსახურებრივი უფლებამოსილების  ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება 2015 წლის 1 იანვარს  მე-17 დაწესებულებაში განხორციელებულ ფაქტს, რა დროსაც მჯავრდებულების მხრიდან მსჯავრდებულებზე  ძალადობა მოხდა. მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით,  ხსენებულ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებაში მოთავსებული 7 პატიმრის მიმართ ასევე სამართლებრივი დევნა დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics