2024-09-06 20:07:22, 442 ნახვა
ომი უკრაინაში
ნიდერლანდები უკრაინას 80 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს
ნიდერლანდები უკრაინას 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც ძირითადად F-16 ავიაგამანადგურებლებს მოიცავს, ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა.
ამასთან ერთად, კიევი მიიღებს სათადარიგო ნაწილებსა და მასალებს F-16-ებისთვის.
როგორც მედია წერს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სამხედრო დახმარების დეტალები არ კონკრეტდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,