2024-09-04 09:18:17, 416 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სადოვოი - რუსეთმა ლვოვზე იერიში მიიტანა - არიან დაშავებულები
რუსეთის მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბიჭი, - ამის შესახებ ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვოიმ განაცხადა.
სადოვოის თქმით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში 2 სკოლა დაზიანდა.
"მთავარი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარია. ქალაქის 3 ქუჩაზე შენობებში მინები ჩაიმსხვრა", - განაცხადა სადოვოიმ.
უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,