2024-09-03 09:20:30, 499 ნახვა
ომი უკრაინაში
ივან ფედოროვი - ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა 2 ადამიანი, 2 კი დაშავდა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი Telegram-ზე წერს.
ფედოროვის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია.
"სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. დაჭრილია კიდევ 2, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია", - წერს ფედოროვი.
აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი შენობები დააზიანა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,