2024-09-02 09:10:14, 453 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსმა სამხედროებმა სუმიში ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლი დაბომბეს - დაშავებულია 4 ადამიანი
რუსეთის ძალებმა სუმიში ბავშვთა სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი და ბავშვთა სახლი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას “უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვია.
“დღეს, საღამოს მტერმა სარაკეტო დარტყმა სუმის სასწავლო დაწესებულების შენობაზე განახორციელა, სადაც სოციალურ-ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრი და ბავშვთა სახლია განთავსებული. სარაკეტო დარტყმის შემდეგ ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“,- აღნიშნულია სუმის საოლქო ადმინისტრაციის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,