2024-09-02 09:04:47, 411 ნახვა
ომი უკრაინაში
გლადკოვი - უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის ოლქში 11 ადამიანი დაშავდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად ბელგოროდის ოლქში 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია - ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვიმ განაცხადა.
როგორც გლადკოვიმ აღნიშნა, ბავშვების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"დაზიანდა 14 მრავალსართულიან სახლში მდებარე 22 ბინა, სადაც ფანჯრები ჩაიმსხვრა. გარდა ამისა, ნამსხვრევებით დაზიანდა 21 ავტომობილი. ასევე დაზიანდა 8 კერძო სახლი", - განაცხადა გლადკოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,